logo
ENG



კონსტიტუციონალისტი: საგანგებო მდგომარეობა ნამდვილად არის შემოსაღები

21 მარ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

რისკების ზრდის ფონზე კი სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი. კონსტიტუციონალისტები მთავრობასა და პრეზიდენტს მოუწოდებენ, მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება, შეზღუდვები შეეხება ყველა სფეროს წარმომადგენელს. შეზღუდვები იქნება, როგორც გადაადგილებასთან, ისე - საცხოვრისის გამოყენებასთან დაკავშირებითაც. შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები მასობრივი ინფორმაციის გავრცელების მხრივაც.

კონსტიტუციონალისტები საუბრობენ, რომ ქვეყანაში უკვე არის პერიოდი, პრეზიდენტმა შესაბამისი აქტი გამოსცეს და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

„დღევანდელი მდგომარეობა პირდაპირ გვაძლევს საფუ​ძველს ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობა ნამდვილად არის შემოსაღები, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული პანდემიის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ყურთ არ იღო საერთოდ. ყველა დაწესებულება, რომელიც არ იყო დაკავშირებული სურსათთან და სხვა აუცილებელი საჭიროების მქონე ობიექტებთან, არც კი დაიხურა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ კატეგორიულად მოითხოვა მათი დახურვა“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.


close დახურვა